ოზურგეთში მცირე ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა

463

ახალგაზრდობის სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში, მცირე ახალგაზრდული სივრცე გახსნა.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს. აღნიშნული სივრცე ფუნქციონირებას გაზაფხულიდან დაიწყებს.

„მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული სივრცის არსებობის საჭიროება, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ჩატარდა. სწორედ აღნიშნული კვლევის შედეგები დაედო საფუძვლად, ადგილზე სტრატეგიის დოკუმენტს, რომელიც საჯარო განხილვების ეტაპს გადის და უახლოეს პერიოდში საკრებულოს წარედგინება დასამტკიცებლად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.