ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

399

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცადა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცავებმა დილის 9 საათისთვის დააკავეს. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დავალებული აქვს ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.

საპოლიციო ძალები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ.