გორში ანწუხელიძის ქუჩაზე საბავშო ბაღი შენდება. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს, რისთვისაც 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში აშენდება 180 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მოეწყობა ეზო და სათამაშო მოედანი. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. "მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი მოემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს და...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ირმა ამბარდნიშვილმა მასწავლებლებისთვის სამგზავრო ბარათების ინიციატივა დააყენა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. დეპუტატის თქმით, კარგი იქნება, თუ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის დროს შეღავათით ისარგებლებენ. "კარგი იქნება სამომავლოდ ამ საკითხსაც თუ დააყენებთ დღის წესრიგში. შემუშავდეს კონკრეტული პაკეტი, რომლითაც ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები პედაგოგები ისარგებლებენ. იყოს სამგზავრო ბარათები, რომელიც ექნებათ მასწავლებლებს და გარკვეული შეღავათით ისარგებლებენ. მე დიდი ხანია...
გარეგანათების, წყლის სისტემის, სკვერებისა და საიაღვრე არხების მოწყობაზე თელავში სოფლის პროგრამით 717 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. თელავის მერიამ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა და პრიორიტეტული საკითხებიც შეისწავლა. პროგრამა ნაწილობრივ ადაგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. მარტში ხალხის მიერ არჩეული პრიორიტეტული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. სამუშაოები კი სავარაუდოდ მაისიდან დაიწყება.
თელავში, ნადიკვრის პარკის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის დავით ქსოვრელიშვილის თქმით,  პარკის რეაბილიტაცია მაისის თვის დასაწყისში დასრულდება. მისივე თქმით, იგეგმება ფანჩატურების რეკონსტუქცია, გაკეთდება გადასახედები, მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა ტერასები და აღდგენილი იქნება ნადიკვარის პარკის ცენტრის ადრინდელი სახე. „სამუშაოები ბევრად ადრე უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ პროექტმა მოითხოვა კორექტირება, კონკრეტულად კი, ფანჩატურების შეცვლა და ამის...
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. აპატურაის განცხადებით, NATO ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული სტანდარტები. "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ნატო ელოდება, რომ საქართველომ, როგორც ახლო პარტნიორმა და ასპირანტმა,...
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს“, - წერს ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერში“. ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის...
მთავრობის ადმინისტრაციასთან, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არიან მობილიზებული. ისინი ტერიტორიაზე სპეციალური ეკიპირებით მივიდნენ და კანცელარიის შენობის უკანა პერიმეტრზე იმყოფებიან. ადგილზე არიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს. ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის...
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მოვლენებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ეხმაურება და წერს, რომ ყველა მხარემ უნდა გამოიძინოს პასუხისმგებლობა. "ესკალაციის ლოგიკა უპირატესობას იძენს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს ქვეყნისა და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. არ უნდა მივატოვოთ ძალისხმება საერთო ენის გამონახვის შესახებ", - დაწერა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია...
გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები შევიდა. მერიის ინიციატივით, დღეს მარშრუტების ცვლილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსები სულ მალე ახალი მარშრუტებით იმოძრავებენ. ერთი კვირის განმავლობაში მერიისა და ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლების მიერ მოხდა მგზავრების მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება და ხარვეზების აღმოფხვრა. დამატებულია: N 3ა (სოფ. ტინისხიდი; მშვიდობის გამზირი; ლიახვის ხიდი; გურამიშვილის ქუჩა; 26 მაისის სახელობის...
ჩვენს მეგობრებთან უფრო ბევრს ვიმუშავებთ, რომ ინფორმაციები დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ ობიექტურ მხარესთან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიას დაკავების ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორებისაგან მწვავე რეაქციები მოსალოდნელი იყო. ​„ნებისმიერი თქვენგანი, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, პირველ ინფორმაციად მიიღებს, რომ დღეს დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და როდესაც ამ ნიუს მიიღებ ინფორმაციების სხვადასხვა წყაროთი, რა თქმა უნდა ეს...
"ქართული ოცნების" განცხადებით, მათ სერვერებზე მასშტაბური კიბერშეტევა ხორციელდება,  ამის შესახებ მათ განცხადება საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნეს. პარტია დანაშაულს ოპოზიციასთან აკავშირებს. "ქართული ოცნების" სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებისას პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს, მათგან ორი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. "ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი ნაციონალური  მოძრაობის ოფისში პოლიციის სპეცოპერაციასა და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა და მოუწოდა ორივე მხარეს თავშეკავება გამოიჩინონ. "ყურადღებით ვადევნებ თვალს თბილსიში მიმდინარე მოვლენებს. მოვუწოდებ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას გამოიჩინონ თავშეკავება და პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად პოლიტიკური დიალოგი გამოიყენონ", - განაცხადა რინკევიჩმა. ასევე, ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის საელჩომ. “ამერიკის შეერთებული შტატების...
არასამთავრობო ორგანიზაციები ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც  Droa.ge უცვლელად გთავაზობთ: "დღეს, 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა მელიას მხარდასაჭერად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, საქართველოს...
საბედნიეროდ, ნიკა მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელმა დღემ ცხადყო, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე შეთანხება არაა. "სამწუხარად, უნდა აღინიშნოს, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა ოკუპაციის 100 წლის თავზე არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯერ კიდევ გაჯერებული კანონის პატივისცემა,...
საქართველოში აშშ-ის საელჩო ნიკა მელიას დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ