კალაძე: დილოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა

256

საბედნიეროდ, ნიკა მელიას აყვანის ღონისძიების დროს არავინ დაშავებულა, რაც მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელია დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელმა დღემ ცხადყო, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზეც ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე შეთანხება არაა.

“სამწუხარად, უნდა აღინიშნოს, დღევანდელმა დღემ გვაჩვენა ოკუპაციის 100 წლის თავზე არ ვართ შეთანხმებული ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. სამწუხაროდ, არ გვაქვს ჯერ კიდევ გაჯერებული კანონის პატივისცემა, რაც ავტომატურად იწვევს ერთმანეთის და სახელმწიფოს უპატივცემულობას. ზოგადად, ახლაც და მომავალშიც დიალოგს და ნორმალურ, ცივილიზებულ ურთიერთობას არ აქვს ალტერნატივა. ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელწმიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მომავალზე ფიქრისთვის, არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, დაახლოებით 7:30 საათისთვის საპოლიციო ძალები მივიდნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცავებმა დილის 9 საათისთვის დააკავეს. ის სპეცრაზმის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

სპეცრაზმებელი ოფისში შევიდნენ როგორც სახურავიდან სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. მათ პირველი სართული გაათავისუფლეს და მოგვიანებით მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ 21 ადამიანი  დააკავა.

ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.