თელავის სოფლებში პრობლემების მოსაგვარებლად 717 ათასი ლარი დაიხარჯება

292

გარეგანათების, წყლის სისტემის, სკვერებისა და საიაღვრე არხების მოწყობაზე თელავში სოფლის პროგრამით 717 ათასი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

თელავის მერიამ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა და პრიორიტეტული საკითხებიც შეისწავლა. პროგრამა ნაწილობრივ ადაგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

მარტში ხალხის მიერ არჩეული პრიორიტეტული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება. სამუშაოები კი სავარაუდოდ მაისიდან დაიწყება.