იაპონიის საელჩოს დახმარებით თუშეთში, სოფელ ომალოში მდებარე ამბულატორიას სული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და აღიჭურვება. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო ავრცელებს.
„თუშეთის განვითარების ფონდის“ დირექტორის, ზურაბ ბაბულაიძის განცხადებით, პროექტი 80 000 აშშ დოლარით საელჩომ დააფინანსა, 10 000 დოლარი კი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული დახმარებაა.
ამბულატორიისთვის შეიძენენ რენტგენს, მოაწყობენ საოპერაციო ოთახს და ასევე, იყიდიან მაღალი სიმძლავრის გენერატორს.
„ვაყენებთ 3 კვტ სიმძლავრის მზის მიკროელექტროსადგურს, საკანალიზაციო სისტემას, გათბობის...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართული ენის სწავლების კუთხით სამინისტროში ახალი იდეა აქვთ.
„ეთნიკური უმცირესობების საკითხი და ქართული ენის სწავლა უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემაა. მეც მაქვს მათთან ურთიერთობა და ვიცი, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და მინდა გითხრათ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას. ორი მთავარი მიმართულება მინდა გამოვყო: ჩვენ გვაქვს ჟვანიას სახელობის ინსტიტუტი, რომელიც...
შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების ავტორები კომისიის ლიდერები: ალსი ჰასტინგსი, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი არიან.
"როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფო, საქართველო ვალდებულებას იღებს დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის შტაბის შტურმი და მისი ლიდერის თვითნებული დაკავა არ შეესაბამება დემოკრატიულ პროგრესს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას...
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი და მწერალი, ფრენსის ფუკიამაც გამოეხმაურა.
მან Twitter-ზე გამოცემა Civil.ge-ს პოსტი გააზიარა, სადაც ეწერა, რომ საქართველო ახლა ავტორიტარიზმში გადადის და დროა ივანიშვილის მიმართ სანქციები დაწესდეს, სანამ გვიანი არაა.
ფუკიამამ პოსტს დააწერა: "მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ეს მოხდეს".
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ, 23 თებერვალს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო....
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განვითარებულ მოვლენებზე და ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციაზე შეფასებას აქვეყნებს.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლიციამ სპეციალური ქიმიური საშუალებები კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა.
საია წერს, რომ ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე. ორგანიზაცია წერს, რომ მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს დაუშვებელია, ასევე, დახურულ სივრცეებში, სადაც არ...
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ ადგილობრივებთან კონსულტაციები ამ ეტაპისთვის 30-მდე სოფელში გამართეს.
როგორც მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განმარტავენ, აღნიშნულ სოფლებში ძირითად პრიორიტეტებად გზების რეაბილიტაცია, წყალსადენი სისტემების მოწესრიგება და გარე განათების მოწყობა განისაზღვრა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ მთავარ...
წინა სტატია
თბილისის მერიის მიერ, საქართველოს პარლამენტში „სამშენებლო ამნისტიის“ შესახებ წარდგენილი საკანონდებლო პაკეტის მესამე ნაწილი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს ეხება.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კანონში 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა-ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე, თუმცა წარდგენილ კანონპროექტით აღნიშნული იკრძალება.
„კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის...
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფი დღეს მეოთხე სხდომას მართავს, სადაც ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა შეჯერდნენ.
დღევანდელ სხდომას არ ესწრება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მათ ამის მიზეზად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება დაასახელეს და სხდომის გადადება მოითხოვეს. სხდომას ესწრებიან სახალხო დამცველის აპარატისა და „მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგებლები.
სამუშაო ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებების პირველადი ვერსია, რომელიც გულისხმობს საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურად ჩამოყალიბებას, საარჩევნო უბნებთან რადიუსის...
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ალბანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტმირ ბუშატი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და მხარეებს მოუწოდებს, ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედონ.
„ყურადღებით ვადევნებ თვალს თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მე, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ დიალოგს ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად და ასევე ქვეყნის...
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი "ერთანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგზე გამოეხმაურა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო.
"დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში", - განაცხადა პრაისმა.
მოგვიანებით, მას საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს, რაზეც სპიკერმა განაცხადა:
„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინ, ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში სახლებს სახურავები გადახადა, ავარიულ სახლებში დაფიქსირდა კედლის ჩამოშლის შემთხვევები, ასევე, იყო ხის წაქცევის ფაქტებიც. ქ
მერმა თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შესაბამის სამსახურებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და დაავალა, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად სამუშაოები გაგრძელდეს.
„გუშინ, ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითადად ეს იყო საბურთალო, გლდანი, ნაძალადევი, რომელიც ყველაზე...
სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპის მონაწილეები და ორგანიზატორები უკვე საქართველოში არიან - 9 ქვეყნის 51 სპორტსმენი 26 - 28 თებერვალს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით დაგეგმილ მაღალი დონის შეჯიბრში, რომელიც ბაკურიანში გაიმართება.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეჯიბრი აღნიშნული ფედერაციის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.
„სამთო სპორტის სახეობის ტურნირის ჩატარება ბაკურიანში, კოვიდ-პროტოკოლის დაცვით, ქართულ კურორტს ჩააყენებს იმ...
მელიქიშვილის გამზირისა და ჯანაშიას ქუჩის კვეთაზე მდებარე, კედლის დიდი ფერადი პანოს აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პანოს აღსადგენად მერიას ვერის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. კალაძემ სხდომაზე ფოტოებიც წარმოადგინა, თუ როგორ მდგომარეობაშია აღნიშნული კედლის პანო.
„მელიქიშვილის გამზირისა და ჯანაშიას ქუჩის კვეთაზე მდებარე დიდი ფერადი პანო, რომელზეც ილია ჭავჭავაძის ლექსიდან ამონარიდია...
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წახალისდეს ელექტრომობილების მოხმარება ქალაქში, სწორედ ამიტომ, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ შეიმუშაოს ახალი პროგრამა და თავად მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ელექტროდამტენების მონტაჟი იმ ადგილებში, საიდანაც მოთხოვნა წამოვა მოქალაქეების მხრიდან, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა განაცხადა.
მისივე თქმით, პანდემიის გამო, ძალიან ბევრი ეკონომიკური აქტივობა, მათ შორის ელექტროდამტენების პროექტიც შეჩერდა.
„დაახლოებით, 2 წლის წინ დავიწყეთ ელექტროდამტენების პროგრამა, რომელიც...
წინა სტატია
სამშენებლო სექტორის ამნისტიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მოვამზადეთ და წარვადგინეთ პარლამენტში, - ამის შესახებ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„დღეს მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ, რომელიც დარეგისტრირდება პარლამენტში. შემუშავებული და შეჯერებულია ყველა პრინციპი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ამ ინიციატივაში. ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის...
ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს, მომავალში ამგვარი დარღვევების თავიდან არიდების მიზნით, რათა 5-10 წლის შემდეგ კვლავ არ დავდგეთ მსგავსი რეალობის წინაშე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა. „რა თქმა უნდა,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































