ჩხენკელი: ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას ბაღიდან დავიწყებთ

573

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართული ენის სწავლების კუთხით სამინისტროში ახალი იდეა აქვთ.

„ეთნიკური უმცირესობების საკითხი და ქართული ენის სწავლა უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემაა. მეც მაქვს მათთან ურთიერთობა და ვიცი, რომ ეს არის სერიოზული გამოწვევა და მინდა გითხრათ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას. ორი მთავარი მიმართულება მინდა გამოვყო: ჩვენ გვაქვს ჟვანიას სახელობის ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი სისტემის სიპია და სადაც ხდება გართული ენის მასწავლებელთა მომზადება, რომლებიც შემდეგ მიდიან სოფლებში და ჩვენი ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების ძალიან მნიშვნელოვან პროცესს ახორციელებენ. ასევე, სულ ახლახანს ჩვენ სამინისტროს ფარგლებში შევქმენით ახალგაზრდა მასწავლებელთა კორპუსი. ამ კორპუსის მთავარი დანიშნულებაა სწორედ ამ ამოცანის დაძლევაა. რომ მივიდნენ იმ სოფლებში სადაც ეთნიკური უმცირესობები არიან და ქართული ენის სწავლების საკითხს ასე ვთქვათ მიხედონ და გაამახვილონ ამაზე ყურადღება. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემის მოსაზრებით, ეს პროცესი უნდა დაიწყოს ბაღიდან. ამიტომ, უკვე ჩვენი ეთნიკური უმცირესობების ბავშვებისთვის, საბავშვო ბაღებში სავალდებულოდ შემოვიღებთ ქართული ენის სწავლას. ბავშვის გონებაში გაცილებით მარტივად ხდება ენის აღბეჭდვა და ამიტომ ვსაუბრობთ საბავშვო ბაღზე. ამიტომ ენის სწავლების პროცესს ჩვენ დავიწყებთ ბაღიდან. ეს კორპუსი, რომელიც ვახსენე ჯერ არიან სკოლაში და არიან სკოლის მასწავლებლები და შემდეგ დავამატებთ ბაღებსაც და გავლენ ბაღებში და ეს უფრო ეფექტური იქნება“, – განაცხადა მან.