პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მეოთხე სხდომა მიმდინარეობს

357

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფი დღეს მეოთხე სხდომას მართავს, სადაც ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა შეჯერდნენ.

დღევანდელ სხდომას არ ესწრება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მათ ამის მიზეზად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება დაასახელეს და სხდომის გადადება მოითხოვეს. სხდომას ესწრებიან სახალხო დამცველის აპარატისა და „მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგებლები.

სამუშაო ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს ცვლილებების პირველადი ვერსია, რომელიც გულისხმობს საარჩევნო ადმინისტრაციის ახლებურად ჩამოყალიბებას, საარჩევნო უბნებთან რადიუსის განსაზღვრას, ხმის მიცემის პროცედურების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას და თვითმმართველობის არჩევნებზე მეტი პროპორციული სისტემის შემოღებას. სამუშაო ჯგუფი ცვლილებების ინიცირებას 1-ლი მარტისთვის გეგმავს.