სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი შენდება. საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე გათვლილი და დასრულების შემდეგ შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა სპორტულ და საბავშო მოედნის კეთილმოწყობას, ასევე ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს. დასახლებაში რომელშიც 200 - მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელებიკასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის...
კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების ქუჩების რეაბილიტაციის შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვბეულად შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ გამოვლინდა. ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია და მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. ხუთივე ქუჩაზე რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, განხორციელდა სასმელი წყლის და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები. ამორტიზებული გზები აფერხებს ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება,...
ქარელში საცურაო აუზი შენდება, - ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს. სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. რწმუნებულის თქმით, რეგიონში მსგავსი სახის პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც სპორტული ინსფრასტრუქტურის განვითარებას, ისე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. "პანდემიის მიუხედავად, რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. წლის ბოლოს ქარელელები თანამედროვე სტანდარტების მქონე საცურაო აუზით ისარგებლებენ,“- აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დიდი...
პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის ფარგლებში, რომელიც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან. რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე...
გურჯაანის სოფელ დარჩეთში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშააოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს " სასწორი" ასრულებს. ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს. ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 127 366 ლარით ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, 20-მდე ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პროექტი დაფინანსდა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წელს განხორციელებულინფრასტრუქტუულ სამუშაოებზე ინფორმაციას ავრცელებს. მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში განხორციელებული სამუშაოების ჩამონათვალია, თუმცა, ნათქვამი არ არის, თუ რა თანხა დაიხარჯა ამ სამუშაოებისთვის ჯამში. ქალაქ გურჯაანში, 2020 წელს, განხორციელებული სამუშაოებია: ბერიტაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია; თუმანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია; მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტება (პირველი ეტაპი); ორი სპორტული მოედნის (9 აპრილის ქუჩაზე და სანაპიროს ქუჩაზე) მოწყობა; რეგიონული ინოვაციების ცენტრის (ტექნოპარკი) გახსნა; ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა; კულტურისა და დასვენების პარკის...
2020 წელს სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი ამოცანა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იყო. ამისათვის გასულ წელს მერიამ მთლიანობაში 17 გზის რეაბილიტაცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მერია ავრცელებს. მერიიც სნობით, აღნიშნული სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაზეც ჯამურად 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და სულ 13747 მეტრი გზა დაიგო. შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია: სავალი გზები მოწესრიგდა შემდეგ სოფლებში: ბოდბეში, კერძოდ „მანგოაანების“...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 2021 წელს განსახორციელებელი პროექტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უკვე შერჩეულია. დედოფლისწყარის მერიის ცნობით, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დასახლების საერთო კრებები დღეს სოფელ ზემო ქედის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრით დასრულდა. "ზემო ქედში შეხვედრას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენს მუნიციპალიტეტში წელს 256 000 ლარი დაიხარჯება", - წერია მერიის...
რუსთავში, ერთ-ერთი ძველი უბნის - რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებს შორის სატენდერო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია რუსთაველის ქუჩის #4, #8, #12, #16 და ჭავჭავაძის ქუჩის #6, #8 საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. პროექტის ფარგლებში, სრულად...
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხვალიდან კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდება. კერძოდ, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგულაციების შემსუბუქების გეგმა შემდეგია: სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, 25 თებერვლიდან, არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან, ასევე, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან; რესტორნები, შაბათ-კვირის გარდა, შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ ბათუმში...
200- ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში  დღეის მდგგომარეობით 94 70 განაცხადია დარეგისტრირებული.2021 წლის იანვრის თვის მონაცემების წარდგენა 22 თებერვალს დასრულდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის (იანვრის) განაცხადებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დეკემბრის თვის 200-ლარიანი დახმარება (იანვარში) 106...
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, სადაც პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფრაქციას თავის ხედვებს აცნობდა, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა: „ხომ არ არის დრო, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ, რაშიც თქვენ კარგად ხართ ცნობილი?“. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. მან შეზღუდვების მოხსნის კუთხით 5 მიმართულება გამოყო, მათ შორის ერთ-ერთი რუსთავსა და თბილისს შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა იყო. „ერთ-ერთი მნიშნელოვანი და საკვანძო საკითხი...
2017-2020 წლებში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საწვავის ხარჯებმა 200 000 ლარს გადააჭარბა. ამ პერიოდში შიდა ქართლში გუბერნატორი 3-ჯერ შეიცვალა. კახა სამხარაძის და აკაკი მაჭუტაძის შემდეგ, 2018-2020 წლებში სამხარეო ადმინისტრაციას ამჟამინდელი მაჟორიტარი გორი-კასპის ოლქში, გიორგი ხოჯევანიშვილი ხელმძღვანელობდა. ყველაზე მეტი თანხა საწვავისთვის სწორედ მისი სახელმწიფო რწმუნებულების პერიოდში დაიხარჯა. ამ მხრივ გამორჩეული 2019 წელი იყო, რა დროსაც სამხარეო ადმინისტრაციამ 62 346 ლარის საწვავი დახარჯა....
გორში სხვადასხვა ადგილას ელექტრო ბანერები დამონტაჟდება, საიდანაც მოსახლეობა ავტობუსების მოძრაობის განრიგზე ინფორმაციას მიიღებს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკასთან" გორის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ განჯელაშვილმა ისაუბრა. მისი განმარტებით, ქალაქში დაიხაზება ავტობუსის გაჩერებები და დადგება საგზაო ნიშნები. "ჩვენ დავიწყეთ გაჩერებების დახაზვა. 41 ადგილზე დაიხაზა კანონით გათვალისწინებული გაჩერებები. ასევე დადგება საგზაო ნიშნები, ახლა თოვლმა და ცუდმა ამინდმა შეგვიშალა ხელი და ისევ გავაგრძელებთ. ქალაქის...
ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით ადგილობრივ მაცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილი ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ. მონაცემების გაცნობა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე ან რუისის საზოგადოებრივ ცენტრში ყოველ დღე 10 საათიდან 18 საათამდე. "იმ შემთხვევაში, თუკი არ...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტები გურჯაანის 30 სოფლის მოსახლეობამ უკვე აირჩია. წელს, სოფლის პროგრამით განსახორციელებელ საკითხებად მოსახლეობამ სკვერების მოწყობა, შიდა საუბნო და სავარგულების გზების მოხრეშა, გარე განათების მოწყობა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასახელა. “სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის მიუხედავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავ ხორციელდება. გურჯაანში ყველა შეხვედრა არსებული რეგულაციების დაცვით ჩავატარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად იყო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ