კასპის მუნიციპალიტეტში, სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი შენდება

349

სადგურ მეტეხის დასახლებაში ახალი საბავშო ბაღი შენდება. საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე გათვლილი და დასრულების შემდეგ შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს.

პროექტი კეთილმოწყობილი შენობის გარდა სპორტულ და საბავშო მოედნის კეთილმოწყობას, ასევე ტერიტორიის გამწვანებასაც ითვალისწინებს. დასახლებაში რომელშიც 200 – მდე ოჯახი ცხოვრობს უკვე 25 წელია საბავშო ბაღის შენობა არ ფუნქციონირებს. აღსაზრდელებიკასპის #1 საბავშო ბაღში სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებიან და მას მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.

პროექტი გარდამავალია დაიწყო 2020 წელს და 2021 წელს დასრულდება. საბავშო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბამა“ ახორციელებს და მასზე 965 000 ლარი დაიხარჯება.

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.