გორის ცენტრალურ ქუჩებზე ავტობუსების ელექტრო ბანერები დამონტაჟდება

304

გორში სხვადასხვა ადგილას ელექტრო ბანერები დამონტაჟდება, საიდანაც მოსახლეობა ავტობუსების მოძრაობის განრიგზე ინფორმაციას მიიღებს, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკასთან” გორის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ განჯელაშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, ქალაქში დაიხაზება ავტობუსის გაჩერებები და დადგება საგზაო ნიშნები.

“ჩვენ დავიწყეთ გაჩერებების დახაზვა. 41 ადგილზე დაიხაზა კანონით გათვალისწინებული გაჩერებები. ასევე დადგება საგზაო ნიშნები, ახლა თოვლმა და ცუდმა ამინდმა შეგვიშალა ხელი და ისევ გავაგრძელებთ. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, 40 ადგილას დამონტაჟდება ელექტო ბანერები, სადაც უფრო ხალხმრავლობაა, სადაც იქნება ავტობუსების განრიგი, დრო და ასე შემდეგ”, – ამბობს არჩილ განჯელაშვილი.