კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება

359

კასპში 5 ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები მალე დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის, ქვათახევის და სამების ქუჩების რეაბილიტაციის შესყიდვაზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვბეულად შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ გამოვლინდა.

ქუჩების საერთო სიგრძე 1 288 გრძივი მეტრია და მოასფალტებული არასოდეს ყოფილა. ხუთივე ქუჩაზე რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, განხორციელდა სასმელი წყლის და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები.

ამორტიზებული გზები აფერხებს ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება, განსაკუთრებით ნალექის დროს.

კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და ტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. პროექტის ღირებულება 969 980 ლარია (გარდამავალი) და რეგიონალური განვითარების ფონდიდან და დგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება- აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.