გურჯაანის სოფელ დარჩეთში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშააოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს ” სასწორი” ასრულებს. ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს.
ახალი ჭაბურღილის მშენებლობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 127 366 ლარით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 2020 წელს, 20-მდე ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის მოწყობის პროექტი დაფინანსდა.