200- ლარიანი კომპენსაციის მისაღებად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში დღეის მდგგომარეობით 94 70 განაცხადია დარეგისტრირებული.2021 წლის იანვრის თვის მონაცემების წარდგენა 22 თებერვალს დასრულდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში, ამ შემთხვევაში, თებერვალში, აღარ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას გამოიყენებს წინა თვის (იანვრის) განაცხადებს.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, დეკემბრის თვის 200-ლარიანი დახმარება (იანვარში) 106 080 პირს ჩაერიცა. ჯამში 21 216 000 ლარი.
იანვრის თვის კომპენსაციების დარიცხვა 28 თებერვლიდან უნდა დაიწყოს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კომპენსაციის გაცემის მიზნებისთვის დაქირავებულად არ მიიჩნევა და დაქირავებით დასაქმებულის კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.
განაცხადის ონლაინ შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.