გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წელს განხორციელებულინფრასტრუქტუულ სამუშაოებზე ინფორმაციას ავრცელებს.
მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში განხორციელებული სამუშაოების ჩამონათვალია, თუმცა, ნათქვამი არ არის, თუ რა თანხა დაიხარჯა ამ სამუშაოებისთვის ჯამში.
ქალაქ გურჯაანში, 2020 წელს, განხორციელებული სამუშაოებია:
ბერიტაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;
თუმანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია;
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოების მოასფალტება (პირველი ეტაპი);
ორი სპორტული მოედნის (9 აპრილის ქუჩაზე და სანაპიროს ქუჩაზე) მოწყობა;
რეგიონული ინოვაციების ცენტრის (ტექნოპარკი) გახსნა;
ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა;
კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია (მიმდინარე);
შუქნიშნების მონტაჟი;
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიის მოწყობა;
ქალაქ გურჯაანის #1, #2 და #3 საჯარო სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
ცალკეულ უბნებში გარეგანათების მოწყობა;