გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტები ყველა სოფლის მოსახლეობამ აირჩია

282

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტები გურჯაანის 30 სოფლის მოსახლეობამ უკვე აირჩია. წელს, სოფლის პროგრამით განსახორციელებელ საკითხებად მოსახლეობამ სკვერების მოწყობა, შიდა საუბნო და სავარგულების გზების მოხრეშა, გარე განათების მოწყობა და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დაასახელა.

“სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს, პანდემიის მიუხედავად, მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კვლავ ხორციელდება. გურჯაანში ყველა შეხვედრა არსებული რეგულაციების დაცვით ჩავატარეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობა საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სოფლის კრებებში. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, წლევანდელი პროგრამით, სოფლების უმრავლესობაში სკვერები მოეწყობა, რომლით სარგებლობასაც ყველა თაობის ადამიანები შეძლებენ”, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

2021 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 520 000 ლარი დაიხარჯება.