2017-2020 წლებში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის საწვავის ხარჯებმა 200 000 ლარს გადააჭარბა.
ამ პერიოდში შიდა ქართლში გუბერნატორი 3-ჯერ შეიცვალა. კახა სამხარაძის და აკაკი მაჭუტაძის შემდეგ, 2018-2020 წლებში სამხარეო ადმინისტრაციას ამჟამინდელი მაჟორიტარი გორი-კასპის ოლქში, გიორგი ხოჯევანიშვილი ხელმძღვანელობდა. ყველაზე მეტი თანხა საწვავისთვის სწორედ მისი სახელმწიფო რწმუნებულების პერიოდში დაიხარჯა.
ამ მხრივ გამორჩეული 2019 წელი იყო, რა დროსაც სამხარეო ადმინისტრაციამ 62 346 ლარის საწვავი დახარჯა. ამ პერიოდში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სარგებლობაში 8 ავტომობოლი ირიცხებოდა.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, 2017-2020 წლებში მობილური ტელეფონით კომუნიკაციაში სამხარეო ადმინისტრაციამ 23 222 ლარი, ხოლო წარმომადგენლობით ხარჯებზე 15 153 ლარი მოიხმარა.