გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ტერიტორიაზე, მდინარე ალაზნის პირას აგურის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ვარაუდით, ნაგებობა, კერამიკის გამოსაწვავ ქურას ჰგავს.
“ჩემი ვარაუდით, ეს არის კერამიკის გამოსაწველი ქურა, რომელსაც შუა საუკუნეებშიც აკეთებდნენ და სპეციალურად აშენებდნენ მდინარის პირას. წინასწარ რაც ვიცი, ჩანს, რომ ორგანყოფილებიანია და აქვს ამოყვანილი თაღი. ალაზნის პირას, მდინარე ანგრევს...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარის მონაწილეობით კიდევ ერთი კონსულტაცია კვირის ბოლომდე შედგება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინას.
"საბჭოს ფორმატში ჩვენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, რომელიც ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება. ხელისუფლება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს აქტიურად, რათა საქართველოში ვაქცინები, COVAX-პლატფორმასთან ერთად, სხვა ალტერნატიული გზებითაც იყოს ხელმისაწვდომი“- განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან დაკავშირებით...
კოჯორში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი, ასმათ დარბაიძე "ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, უამინდობამ კოჯორში გარკვეული პრობლემები შექმნა, რის გამოც მოსახლეობა რამდენიმე დღეა რაც ტელევიზიის და ინტერნეტის გარეშე იმყოფება.
როგორც ასმათ დარბაიძემ განაცხადა, პრობლემის შესახებ აცნობეს „მაგთიკომს“, რაზეც პასუხად მიიღეს „სანამ კარგი ამინდი არ გამოვა, ვერ მოვალთ“.
„ეს დღეები, ცუდი ამინდები იყო. ქარმა ნახევარზე მეტი მოსახლეობის „მაგთიკომის“ ინტერნეტი დააზიანა. მე-11 დღეა ყველანაირი...
პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით აუდიტორიებში გაგრძელდება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქმიანობისა და სასწავლო პროცესის აუდიტორიებში სრულად აღდგენის შესაძლებლობა 15 მარტიდან მიეცემათ. ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, სწავლების ფორმატთან დაკავშირებით პროფესიული სასწავლებლების არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ისინი სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად მიიღებენ.
„უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით მოქმედ...
წინა სტატია
თბილისში, პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო. ამ დროისთვის, პარლამენტის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება, თუმცა მანამდე 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.
15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან,...
წინა სტატია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება და უწყების განცხადებას პოლიტიკური მოტივებით განპირობებულს უწოდებს.
"შეშინებული განცხადებაა. პოლიტიკურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ინსიტუტი, არ არსებობს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.
გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეწინააღმდეგებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა და საქართველოს თითოეული მოქალაქე... მინდა, ყველას შევახსენო, რომ ნიკა მელიამ მიიღო თავის გადაწყვეტილება, რომელიც რჩება...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში...
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ინიციატივით, საქართველოს გასაბჭოების წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერებისა და საზოგადო მოღვაწეების სახელობის გეოგრაფიული ობიექტები გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს ცნობით, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და პარლამენტის წევრის კონსტანტინე ანდრონიკაშვილის სახელობის ქუჩა გახსნა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ქუჩა...
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა რეგიონში არსებული ეპიდვითარება, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებელთა კოვიდ-ტესტირების მიმდინარეობა და საბავშვო ბაღებში 1 მარტისთვის მზადების პროცესი განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა და დაავადებათა...
წინა სტატია
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, გარკვეული პერიოდულობით, ადგილზე ხორციელდება უკანონო სამხედრო წვრთნები.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, აღნიშნულის შესახებ აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების განხილვის ძირითად საკითხს.
უკანონო სამხედრო წვრთები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე...
შემდეგი სტატია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო.
მელიას ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ...
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. აღნიშნული კომისია „ოცნების ქალაქში“ მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამუშაო შეხვედრაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, კომისიის წევრებთან ერთად, „ოცნების ქალაქის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე საკითხები განიხილა. შეხვედრას ასევე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოქალაქეები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიას თავიანთი მოსაზრებები გააცნეს.
„ოცნების ქალაქის“ კომისიის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაცია...
ამოქალაქო აქტივსტები და პოლიტიკოსები ხელისუფლებას გორის ცენტრალური სტალინის გამზირისთის სახელის გადარქმევას კვლავ უშედეგოდ სთხოვენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
შექმნილია საინიციატივო ჯგუფიც, რომლის წინადადებასაც ხელისუფლება აიგნორებს. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ამ საქციელით ხელისუფლება კანონს ეწინააღმდეგება.
"დღემდე გორის მთავარ ქუჩას ჰქვია სტალინის სახელი და ძალიან ბევრს სოფელში გვხვდება სხვადასხვა ძეგლები, ბარელიეფები, ასევე, გორში სტალინის ორი ძეგლია ასაღები. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა რაც გავქვს არის...
დიდი ლიახვის ხეობაში, რუსი ოკუპანტების მიერ მოწყობილი პოლიგონიდან სროლის ხმა ისმის - ოკუპანტები მასშტაბურ წვრთნას გადიან, საარტილერიო დანადგარების გამოყენების გამო კი ადგილობრივთა სახლები ზანზარებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"სროლის ხმა ძალიან ძლიერია, იმდენად, რომ სახლები ზანზარებს" - ამბობს დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი.
სროლის ხმა ცხინვალთან ახლოს მდებარე ძარწემის პოლიგონიდან ისმის. სწორედ ეს პოლიგონია რუსი ოკუპანტების ძირითადი სასწავლო-სავარჯიშო ბაზა ცხინვალის რეგიონში.
ეს არ არის პირველი...
FAO-ს ინფორმაციით, ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის პრიორიტეტული მიმართულება აგროსექტორში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და ქართველი ფერმერებისთვის ინფორმაციაზე წვდომის გაადვილებაა.
„ერთ-ერთი მთავარი, რაც COVID-19 კრიზისმა გამოკვეთა სოფლის მეურნეობის სფეროში მედეგობის გამომუშავების აუცილებლობაა,” - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამების მენეჯერმა, ჟორჟ დეუმ კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში FAO-ს და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სადემონსტრაციო ნაკვეთების მონახულებისას.
როგორც FAO-ს მიერ...
ქუთაისში, 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს, სიმბოლურად, მოსკოვის ქუჩას შინდისის გმირების ქუჩა ეწოდა.
ქუთაისის მერის ინფორმაციით, ქუჩის მანიშნებელი აბრა ერთ-ერთ სახლზე, შინდისის ბრძოლის მონაწილე ტრისტან ჩიტიძემ განათავსა.
„შემთხვევით არ აგვირჩევია დღევანდელი დღე ამ ქუჩის სახელდებისთვის. 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. სამწუხაროდ, ოკუპაცია გრძელდება დღემდე, თუმცა, ეს დროებითია, ჩვენ მას აუცილებლად დავასრულებთ და ყველანი ერთად ვამბობთ -არა ოკუპაციას! სწორედ ამიტომ, სწორედ დღეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































