კოჯორში მცხოვრები მასწავლებლები უინტერნეტობის გამო ონლაინ გაკვეთილებს ვერ ატარებენ

282

კოჯორში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი, ასმათ დარბაიძე “ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, უამინდობამ კოჯორში გარკვეული პრობლემები შექმნა, რის გამოც მოსახლეობა რამდენიმე დღეა რაც ტელევიზიის და ინტერნეტის გარეშე იმყოფება.

როგორც ასმათ დარბაიძემ განაცხადა, პრობლემის შესახებ აცნობეს „მაგთიკომს“, რაზეც პასუხად მიიღეს „სანამ კარგი ამინდი არ გამოვა, ვერ მოვალთ“.

„ეს დღეები, ცუდი ამინდები იყო. ქარმა ნახევარზე მეტი მოსახლეობის „მაგთიკომის“ ინტერნეტი დააზიანა. მე-11 დღეა ყველანაირი ინფორმაციის გარეშე ვართ. სანამ კარგი ამინდი არ გამოვა, ვერ მოვალთო, რა ვქნათ? ელექტროენერგია გვაქვს, მაგრამ „მაგთიკომის“ ხაზებია გაწყვეტილი. ინტერნეტი არ არის და მასწავლებლებს უჭირთ, ვერ ატარებენ ონლაინ გაკვეთილებს, გაკვეთილები ცდება“, – აცხადებს ადგილობრივი ასმათ დარბაიძე.