კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

351

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებისა და საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართა რეგიონში არსებული ეპიდვითარება, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მასწავლებელთა კოვიდ-ტესტირების მიმდინარეობა და საბავშვო ბაღებში 1 მარტისთვის მზადების პროცესი განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გივი მეტრეველმა და დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა.