გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ტერიტორიაზე, მდინარე ალაზნის პირას აგურის უნიკალური ნაგებობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის ვარაუდით, ნაგებობა, კერამიკის გამოსაწვავ ქურას ჰგავს.
“ჩემი ვარაუდით, ეს არის კერამიკის გამოსაწველი ქურა, რომელსაც შუა საუკუნეებშიც აკეთებდნენ და სპეციალურად აშენებდნენ მდინარის პირას. წინასწარ რაც ვიცი, ჩანს, რომ ორგანყოფილებიანია და აქვს ამოყვანილი თაღი. ალაზნის პირას, მდინარე ანგრევს ნაპირებს და იშვიათ ნივთებსაც ვპოულობთ- ხოლმე. იმ ადგილებში, გარკვეულ ფორმაციებში მოსახლეობა ცხოვრობდა. სხვა დასახლებები, დროთა განმავლობაში გაჩნდა. ახლა საჭიროა მისი შესწავლა და პერიოდის დადგენა”- განაცხადა თამაზ მარკოზაშვილმა.
მისი თქმით, აღმოჩენილ ნაგებობას, არქეოლოგები და დარგის სპეციალისტები შეისწავლიან.