ამოქალაქო აქტივსტები და პოლიტიკოსები ხელისუფლებას გორის ცენტრალური სტალინის გამზირისთის სახელის გადარქმევას კვლავ უშედეგოდ სთხოვენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
შექმნილია საინიციატივო ჯგუფიც, რომლის წინადადებასაც ხელისუფლება აიგნორებს. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ამ საქციელით ხელისუფლება კანონს ეწინააღმდეგება.
“დღემდე გორის მთავარ ქუჩას ჰქვია სტალინის სახელი და ძალიან ბევრს სოფელში გვხვდება სხვადასხვა ძეგლები, ბარელიეფები, ასევე, გორში სტალინის ორი ძეგლია ასაღები. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა რაც გავქვს არის ის, რომ კანონი აღსრულდეს”, – ამბობს, საინიციატივო ჯგუფ “მაროს” წევრი, თეონა ფანქველაშვილი.
სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, გორში არსებული პრორუსული განწყობები არ უკვირთ. მათ თქმით, თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან პრორუსული განწყობების და ანტისახელმწიფოებრივ განცხდაებებს აკეთებენ.
საქართველოში მოქმედი კანონის მიხედვით საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენება აკრძალულია.