საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტს დღეს წარედგინება. აღნიშნული პროექტი ქართული ოცნებასა და მოქალაქეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ნაწილი იყი, რომელსაც მოგვიანებით ევროპელი სოციალისტები შეუერთდნენ. როგორც ქართული ოცნების წევრმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, პროექტი შემუშავდა სამუშაო ჯგუფში ადგილობრივ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. "ეს პროექტი ფუნდამენტურად დახვეწს, როგორც საარჩევნო სისტემას, ისე საარჩევნო პროცედურებს და დაასრულებს ყველა სახის სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით", — აღნიშნა პაპუაშვილმა. მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ დღეს...
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტთან, ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატორთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს...
წინა სტატია ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო იწვევენ დამწყები და მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებს სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო პროგრამის მიზანია სოფლად ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის შესაბამისი პირობების უზრუნველყოფა, ეკონომიკური დივერსიფიკაცია სოფლად სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის გზით და სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენაზე განხილვას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. კომიტეტის სხდომაზე განსახილველად საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა. „კანონპროექტს შემოაქვს სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი. თუ საწარმოს საქმიანობის შედეგად, გარემოს მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი, საწარმო...
„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განხილულია IX მოწვევის პარლამენტში და დღეს ის მესამე მოსმენით განიხილეს. „კანონპროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით იმ ნაწილში, რომელიც გარემოსდაცვით მმართველობას, გარემოსდაცვით დემოკრატიას ეხება. ასევე, კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის დახმარებით, ე.წ. ტვინინგის პროგრამის...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნის და აღების ფაქტზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ბიზნესმენებს, მათ მიერ შესაძენად შერჩეული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად, ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. სოფელ საიმერლოში სკვერი ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ამ ეტაპზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ღია სავარჯიშო სივრცეა მოწყობილი. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში განთავსდება სასრიალო, საქანელა, აიწონა-დაიწონა, 12 სკამი, 7 ცალი ურნა და 10 ლამპიონი. „აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს დასახლებულ პუნქტში. ძირითადად სკვერით მოსარგებლე ადგილობრივი მოსახლეობაა და აქედან გამომდინარე...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს ოთხ ახალ ინიციატივას წარუდგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ბიუროს გადაწყვეტილებით, ,,ნორმატიული აქტების“, ,,სახელმწიფო ბაჟის“, ,,სახელმწიფო ქონების“ და ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა, ასევე, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები. „ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით შესაბამისი მოხსენებები და ასევე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი...
პირველი მარტიდან „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს, რაც გულისხმობს: მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და...
დმანისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყალმომარაგება რჩება პრობლემურ საკითხად, მოსახლეობის წყალმომარაგება ზოგ შემთხვევაში ხორციელდება შეფერხებით, სასმელი წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი არ მოწმდება. პრობლემის მოგვარებისთვის მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები და არ გამოუყენებია საკმარისი საბიუჯეტო რესურსები. ამის შესახებ ნათქვამია დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. დოკუმენტში წერია, რომ ქალაქ დმანისისა და მუნიციპალიტეტის 11 სოფლის წყალმომარაგება ხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების...
ლაგოდეხში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნეს. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 4 ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში დაფინანსდა, რომლის ჯამური ღირებულება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 597 000 ლარს შეადგენს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით და კეთილმოეწყო ეზო. როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა, ბაღის გახსნაზე განაცხადა, 2020 წელს რეგიონში 15 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია...
დღეიდან, რუსთავს კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი შეემატა. #34-ე საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ დღეს პირველად მიღო. „პირველი მარტიდან შესაძლებლობა მოგვეცა, რომ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი გაგვეახლებინა. დღეს ვიმყოფებოდით #34 ბაღში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები პანდემიის დროს დასრულდა და ექსპლუატაციაში პრაქტიკულად დღეს შევიდა. ეს არის 6- ჯგუფიანი 150 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღი. მე ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის ამ კონკრეტულ ერთეულში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაღის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტმა რეგიონის განვითარებისთვის გრანტის სახით 62 500 ლარი გასცა, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას რაში დაიხარჯა გაცემული დაფინანსება, - , – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "გურჯაანის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში ა(ა)იპ − კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გრანტის სახით გადაურიცხა 62.5 ათასი ლარი. გრანტის გაცემის მიზანი იყო კახეთის რეგიონის განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა პროექტის რეალიზება. ხელშეკრულების...
დმანისის მუნიციპალიტეტში 2018-2019 წლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 3 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 890.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი. ამის შესახებ საუბარია დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. მაგალითად, მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით შეისყიდა სოფელ მთისძირის მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები − ღირებულებით 316.9 ათასი ლარი. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მოწყობილი ინფრასტრუქტურული ობიექტი ჩაიბარა ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. ობიექტი...
გურჯაანის თვითმმართველობამ საკრებულოს არათანამდებობის პირებზე 182 100 ლარი დაუსაბუთებლად გასცა, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების ხარჯები გაიცემოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დადგენილებებით. დადგენილებების მიხედვით, საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის, საკრებულოს წევრებს (გარდა თანამდებობის პირებისა)...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი, – ნათქვამია გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "2018 წლის დასაწყისიდან მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 18 ა(ა)იპ და ერთი შპს. იმავე წელს ჩატარებული რეორგანიზაციის შემდგომ იურიდიული პირების რაოდენობა შემცირდა 10-მდე. ამ პროცესს უნდა გამოეწვია სუბსიდიის შემცირებაც. მიუხედავად ამისა, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა, 10 ა(ა)იპ-ის დაფინანსებაზე 1,417.8 ათასი ლარით მეტი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ