“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, ცესკოს და საოლქო კომისიების წევრთა რაოდენობა 17-მდე იზრდება და 8-პროფესიული და 9-პარტიული წევრის პრინციპით დაკომპლექტდება.
საარჩევნო ადმინისტრაციის ამგვარად დაკომპლექტების წესი ასახულია პროექტში, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ინიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარედგინა.
ცესკო შემადგენლობა 17 წევრისგან განისაზღვრება, რომელთა შორის არის ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს 8 წევრს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი აირჩევს, ხოლო 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.
ამავე პროექტით,...
ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კერესელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ტერიტორიის საერთო ფართობი 10001 კვ მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და სარეკრეაციო...
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდს მალე ახალგაზრდული სივრცე ექნება, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობების განხორციელებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოეწყობა კონოფილმების ჩვენება/დისკუსია.
„სივრცე აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკითა და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი. ახალგაზრდული სივრცე ქორდში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპი ახალგაზრდული სააგენტოს მიერ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მოეწყობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებთან სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა....
2020 წელს სახელმწიფო საწარმოების გაყიდვის მიზნით 3 აუქციონი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
ქონების ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, გასულ წელს სახელმწიფო საწარმოების გაყიდვის მიზნით გამოცხადებული 3 აუქციონიდან ერთი ჩაიშალა.
რაც შეეხება სახელმწიფო ქონების საპრივატიზაციო გეგმას, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 150 მილიონ ლარის აკუმულირებაა დაგეგმილი. ამასთან, ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ 2020 წელს ბიუჯეტის დამტკიცებული გეგმა 106 %-ით...
პარლამენტმა “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
აღნიშნული პროექტი ორი მოსმენით წინა მოწვევის პარლამენტმა განიხილა და მიიღო.
პროექტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით, შემოიღოს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სამართლებრივი რეგულირება. კერძოდ, კანონის მიზანია გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება, “დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.
“დამბინძურებელი იხდის“...
ნაძალადევის რაიონში, ლომთათიძის ქუჩის ბოლოში, სადაც მხოლოდ გრუნტის გზა იყო, ბეტონის საფარი მოეწყო.
დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 3 კედელი მოეწყო, 508 გრძივ მეტრზე ბორდიური დამონტაჟდა და 2 541 კვ.მ ფართობზე ბეტონის გზა დაიგო.
უწყების ცნობით, რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„ლომთათიძის ქუჩის ამ მონაკვეთზე კეთილმოწყობილი გზა არასდროს ყოფილა, მხოლოდ გრუნტი და ტალახი იყო, რის გამოც ადგილობრივ...
სოფელ ქვემო და ზემო სარალში მცხოვრებლებმა 2 მარტს საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ სოფელში არსებულ საძოვრებს თავიანთი საქონლისთის ვერ იყენებენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საძოვრებით ძირითადად სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადამიანს, ვისაც დამიაგეურარხიდან მათ სოფელში საბალახოდ მოჰყავს საქეონელი, ზაურ დარგალის ნათესავია. მოსახლეობამ პრობლემით შულავრის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულს მაჰირ მამედოვსაც მიმართა.
„ჩვენი საქონლისთვის...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვლის თვეში 112 299 ლარის დაფინანსება გასცა.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 342 ბენეფიციარს გაუწია.
„56 618 ლარი 71 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 48 ბენეფიციარი 4 845 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა და სხვა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის,...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპანტების მიერ დაკავებულ გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლო 3 წლით უკანონო პატიმორბა შეუფარდა. ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს.
"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას...
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით გაიხსნა და მასზე პირველ საკითხად "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება გამარტივებული წესით განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ წულაძემ წარმოადგინა, სოფლის მეურნეობის სისტემის განვითარებაზე, აგრომეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული....
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა.
პროექტის ფარგლებში აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი.
შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებულა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ასევე მოეწყო სკოლის ეზო და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი.
სკოლის მშენებლობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის დეკემბერში დასრულდა, აღნიშნული სამუშაოები შპს ,,ჯავა“ -ს მიერ განხორციელდა და...
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში გრძელდება წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები.
სოფელში მოეწყო წყლის გამანაწილებელი ქსელი და 75 საუბნო ონკანი, ამჟამად საქლორატორო ოთახის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს რომლის ღირებულებაც 268 700 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ახორციელებს.
ათეული წლებია სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. მიმდინარე პროექტი 2021 წლის მარტში დასრულდება და მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება “, – აღნიშნა კასპის...
ქალაქ მცხეთის განაშენიანების გენგეგმის საჯარო განხილვა გადაიდო. ინფორმაციას მცხეთის მერია ავრცელებს.
"ამხანაგობა “აქოლისის” მიერ წარმოდგენილი ქალაქ მცხეთის განვითარების კონცეფციის საჯარო განხილვის თარიღი შეიცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არის საკმაოდ მოცულობითი და ფართო საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, საჯარო განხილვა გაიმართება 12 აპრილს, 14:00, მისამართი: მცხეთის კულტურის სახლი,"- წერია მცხეთს მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნა 2014 წელს...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის წარმომადგენლებთან და ბოლნისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მამხუტის თემში შემავალ სოფლებში: ზემო არქევანში, ქვემო არქევანში, მამხუტსა და ხატავეთში შეხვედრები გამართა.
მოსახლეობის გადაწყვეტილებით წელს მამხუტსა და ქვემო არქევანში გარე განათების ქსელის მოწყობა დასრულდება, ზემო არქევანსა და ხატავეთში...
თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე N101-ე საბავშვო ბაღი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათჯგუფიანია. შენობა აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ საჭირო ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს - ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დაცულია სახანძრო უსაფრთხოება და...
საზოგადოება „ბათომისა“ და „დაიცავი ბათუმის ბულვარის” აქტივისტებმა აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები მინისტრისგან მოითხოვენ, შეაჩეროს ბულვარში კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის მშენებლობის ნებართვაც სამინისტროზე დაქვემდებარებულმა უწყებამ – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა. აქციის მონაწილეები მინისტრისგან სწორედ ამ თანხმობის დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვენ.
„მინისტრისგან ვითხოვთ, შეაჩეროს მშენებლობა და ბათილად ცნოს სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































