გორის სოფელ ქორდში ახალგაზრდული სივრცე მოეწყობა

302

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდს მალე ახალგაზრდული სივრცე ექნება, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობების განხორციელებას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოეწყობა კონოფილმების ჩვენება/დისკუსია.

„სივრცე აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკითა და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი. ახალგაზრდული სივრცე ქორდში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპი ახალგაზრდული სააგენტოს მიერ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მოეწყობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებთან სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესსა და ახალგაზრდების საჭიროების კვლევაზე. დაგეგმილია ასევე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული ახალგაზრდული პოლიტიკის განახლება ესტონური მოდელით. შეხვედრის ბოლოს მხარეები ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებასა და სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.