კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელწყაროში გრძელდება წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები.
სოფელში მოეწყო წყლის გამანაწილებელი ქსელი და 75 საუბნო ონკანი, ამჟამად საქლორატორო ოთახის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს რომლის ღირებულებაც 268 700 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „გაზტექმშენი“ ახორციელებს.
ათეული წლებია სოფელ მიქელწყაროს მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს. მიმდინარე პროექტი 2021 წლის მარტში დასრულდება და მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება “, – აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.