სუსი: ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გენადი ბესტაევს სამი წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა

319

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ოკუპანტების მიერ დაკავებულ გენადი ბესტაევს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლო 3 წლით უკანონო პატიმორბა შეუფარდა. ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დაკავებულ გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით ოკანონო პატიმრობა მიუსაჯა. უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგი, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლას და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას”, – წერია უწყების განცხადებაში.

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე.

უწყება აცხადებს, რომ სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.