გორში ცხინვალის გზატკეცილისა და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთასთან - ცხინვალის გზაცკეცილი №8-ის მიმდებარედ მანქანის გაჩერება აიკრძალება. საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. "საგზაო უსაფრთხოებიდან და საგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოსთან ერთად, მიზანშეწონილად მიაჩნია, ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილისა და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთასთან - ცხინვალის გზატკეცილი №8-ის მიმდებარედ განთავსდეს საგზაო ნიშანი - 3.27 „გაჩერება აკრძალულია“ ,...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს მერიის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც ეხება ტაქსების დგომის აკრძალვას თამარ მეფის ქუჩაზე. მერიის განმარტებით, უწყებას აღნიშნული თხოვნით მოქალაქეებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს. "მერიაში შემოსულია თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება, რომლითაც ითხოვენ მითითებული ქუჩის №41-დან №45-ის ჩათვლით ტაქსის დგომის აკრძალვას. უწყებამ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ერთად შეისწავლა ეს საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია, ქალაქ გორში, თამარ მეფის ქუჩა №45-ის...
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, დავით წითლიძესთან, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერთან ერთად, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის შიდასამეურნეო ქსელის...
„პირბადის ტარების და რეკომენდაციების დაცვის მაჩვენებელი გაუარესდა, რაც უმჯობესია, რომ პირიქით იყოს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მაქსიმალური დატვირთვა უნდა მოდიოდეს ღონისძიებების სწორად დაცვაზე, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური მდგომარეობა. საქართველოში იმუნიზაციის პროცესი მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე დაიწყება. ქვეყანა ბრიტანულ-შვედური წარმოების Astrazeneca-ს ვაქცინას 13 მარტს მიიღებს, ვიდრე 43 ათასი დოზა ჩამოვა, ჯანდაცვის სექტორი ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს და ვაქცინაციის...
წინა სტატია „თუ განრიგით მოხდა ყველაფერი, ვაქცინას შაბათ-კვირას გაანაწილებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „13 მარტს, დილით, თუ განრიგით მოხდა ყველაფერი ისე, როგორც არის მოწოდებული ინფორმაცია, ვაქცინას შაბათ-კვირას გაანაწილებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ჩვენ გვაქვს ყველა სამედიცინო პერსონალის მონაცემები, რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების მიხედვით და შესაბამისი პროპორციებით, ეს ვაქცინა გადანაწილდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე“, - განუცხადა...
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე უბანში, სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ. მათივე ცნობით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება. „დღეს, 2021 წლის 11 მარტს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წმინდა ქალაქ მცხეთის სამღვდელოებას შეხვდა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე იმსჯელეს ცოტა ხნის წინ საჯარო...
საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2020 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შეფასების ტექნიკური მისია განახორციელა. IRI-ს წინამდებარე ანგარიში მოიცავს საქართველოში, 2020 წლის სექტებერ-ნოემბრის განმავლობაში, 6 გრძელვადიანი ანალიტიკოსის მიერ გაკეთებულ მიგნებებს არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში. შესაბამისი ტექსტი საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გაავრცელა. „გასული წლის ოქტომბერში, საქართველოს მოქალაქეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა პირველად მას შემდეგ მიიღეს,...
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში მოისმინა. 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში კომიტეტის სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარადგინა. გთავაზობთ ჩანაწერს სრულად: პირველი ნაწილი https://www.youtube.com/watch?v=a6Cbod_c9MY მეორე ნაწილი https://www.youtube.com/watch?v=vk1VjqlTdUk
წინა სტატია 2021 წელსი მაღალმთიან დასახლებებში 10 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებას, 5 მლნ ლარი კი - სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება, - ამის შესახებ დღეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომაზე იმსჯელეს. სხდომა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრებმა დღეს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი განიხილეს, რომლის თანახმადაც...
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-19 სხდომაზე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2019-2020 წლების ანგარიში განიხილეს. სხდომა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ანგარიშის განხილვისას განაცხადა, კანონით დადგენილი შეღავათების გასაწევად 2019-2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 157 მილიონამდე ლარი მიიმართა. მისი თქმით, კანონით განსაზღვრული მხარდაჭერა გაეწიათ ოჯახებს...
მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კანონში შესული ცვლილებით, 2021 წლის 1–ელი იანვრიდან  2023 წლის 1 იანვრამდე, ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაცია, სოციალური დახმარების დანიშვნაზე გავლენას არ მოახდენს. აღნიშნული კანონი 2021 წლის 2 მარტს ამოქმედდა. ეს ეხება როგორც სპორადულ, ისე სისტემური წესით რეგისტრაციას. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.  სისტემური რეგისტრაციის დროს, თავად საჯარო რეესტრი ახორციელებს რეგისტრაციის წინა მოსამზადებელ სამუშაოებს, ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიცირებას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას,...
წინა სტატია ადიგენში, ფერსათის მთის შესაძლო ელექტრო ენერგიით მომარაგების საკითხს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის, - ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” გვაწვდის. ამის შესახებ toktv.ge წერს. ფერსათის მთაზე ელექტროენერგიის ხაზების გაყვანის მოთხოვნით «საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ» 418 ადგილობრივის ხელმოწერა შეაგროვა და ინიციატივით ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართა. აღნიშნულზე ეკონომიკის სამინისტროდან არასამთავრობო ორგანიზაციას მოუვიდა წერილი, სადაც უწყება წერს, რომ საკითხს განიხილავენ. "ეკონომიკის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს...
ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ყოველწლიურად ხორციელდება. წელს პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარია. უკვე დაიწყო 9 აპრილის ქუჩაზე ახალი სპორტული მინი მოედნის მშენებლობა და სოფელ წონიარისში არსებული მოედნის რეაბილიტაცია. ,,9 აპრილის ქუჩაზე, ეკომიგრანტთა მრავალბინიანი საცხოვრებლის ეზოში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი სპორტული მინი მოედნის მშენებლობა დავიწყეთ. პროექტით მოწესრიგდება როგორც აღნიშნული ტერიტორია, ასევე ახალგაზრდებს შეეძლებათ, მალე თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი...
პროექტს "შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა, რომელიც ენერგოეფექტური ღუმელების და ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებას მოიცავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის განვითარების სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს. მათი ინფორმაციით, ,,შეღავათიანი აგროკრედიტში“ ახალი მიზნობრიობის დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მყარ საწვავზე/ბიომასაზე (ხე-ტყის ნარჩენი, მშრალი შეშა, ნამჯა და სხვა საწვავად გამოსაყენებელი სასოფლო სამეურნეო ნარჩენები) მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების განვითარებას...
ქალაქ ჯვარის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პროექტის მიხედვით, კულტურის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება შეადგენს 583 221 ლარს. მიმდინარე სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ დაავალიერეს. კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი 2016 წელს განხორციელდა. ქალაქ ჯვარში კულტურის...
ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი - შუა ხორგის დამაკავშირებელი 5.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. "პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 909 ათასი ლარია. შპს "შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება,"- წერია ხობის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ