ეპიდემიოლოგი: პირბადის ტარების და რეკომენდაციების დაცვის მაჩვენებელი გაუარესდა

327

„პირბადის ტარების და რეკომენდაციების დაცვის მაჩვენებელი გაუარესდა, რაც უმჯობესია, რომ პირიქით იყოს“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, მაქსიმალური დატვირთვა უნდა მოდიოდეს ღონისძიებების სწორად დაცვაზე, რათა შევინარჩუნოთ სტაბილური მდგომარეობა.

საქართველოში იმუნიზაციის პროცესი მოსალოდნელზე ერთი კვირით ადრე დაიწყება.

ქვეყანა ბრიტანულ-შვედური წარმოების Astrazeneca-ს ვაქცინას 13 მარტს მიიღებს, ვიდრე 43 ათასი დოზა ჩამოვა, ჯანდაცვის სექტორი ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებს და ვაქცინაციის პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება. საწყის ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალი აიცრება.