გორში თამარ მეფის ქუჩის №41-დან №45-ის ჩათვლით, შესაძლოა, ტაქსების დგომა აიკრძალოს

975

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს მერიის მიერ ინიცირებულ საკითხს, რომელიც ეხება ტაქსების დგომის აკრძალვას თამარ მეფის ქუჩაზე.

მერიის განმარტებით, უწყებას აღნიშნული თხოვნით მოქალაქეებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს.

“მერიაში შემოსულია თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადება, რომლითაც ითხოვენ მითითებული ქუჩის №41-დან №45-ის ჩათვლით ტაქსის დგომის აკრძალვას. უწყებამ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან ერთად შეისწავლა ეს საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია, ქალაქ გორში, თამარ მეფის ქუჩა №45-ის მიმდებარედ განთავსდეს ამკრძალავი საგზაო ნიშანი „დგომა აკრძალულია“ დამატებითი ინფორმაციის ნიშნით (დაფა) „ტაქსი“” , – ვკითხულობთ განკარგულების პროექტში.

საკრებულო აღნიშნულ საკითხს დღეს, 12 მარტის სხდომაზე განიხილავს.