ქედის მერია: 9 აპრილის ქუჩაზე სპორტული მინიმოედნის მშენებლობა დაიწყო

539

ქედის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ყოველწლიურად ხორციელდება. წელს პროგრამის ბიუჯეტი 300 000 ლარია.

უკვე დაიწყო 9 აპრილის ქუჩაზე ახალი სპორტული მინი მოედნის მშენებლობა და სოფელ წონიარისში არსებული მოედნის რეაბილიტაცია.

,,9 აპრილის ქუჩაზე, ეკომიგრანტთა მრავალბინიანი საცხოვრებლის ეზოში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ახალი სპორტული მინი მოედნის მშენებლობა დავიწყეთ. პროექტით მოწესრიგდება როგორც აღნიშნული ტერიტორია, ასევე ახალგაზრდებს შეეძლებათ, მალე თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია ახალგაზრდული ინიციატივებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა” – აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ როლანდ ბერიძემ.