გორში ცხინვალის გზატკეცილისა და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთასთან – ცხინვალის გზაცკეცილი №8-ის მიმდებარედ მანქანის გაჩერება აიკრძალება. საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს.
“საგზაო უსაფრთხოებიდან და საგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოსთან ერთად, მიზანშეწონილად მიაჩნია, ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილისა და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთასთან – ცხინვალის გზატკეცილი №8-ის მიმდებარედ განთავსდეს საგზაო ნიშანი – 3.27 „გაჩერება აკრძალულია“ , – ვკითხულობთ განკარგულებაში.
საკრებულოს სხდომა დღეს, 12 მარტს არის დანიშნული.