ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ  10 სპორტული მოედნის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სამი ტენდერი, ჯამში 457 300 ლარზე გამოაცხადა. სოფლებში ტამბოვკაში, ფოკასა და ოროჯალარიში სპორტული მოედნების მოწყობის სავარაუდო თანხა 119 100 ლარია დიდ ხანჩალში, სათხესა და ჟდანოვკაში კი 169 00 ლარი; ქალაქ ნინოწმინდაში, სპანდარიანის ქუჩაზე, ხოჯაბეკის უბანში, სოფელ ჯიგრაშენსა და თორიაში სტადიონის მოწყობა-რებილიტაციაზე ტენდერი 169 200 ლარზეა გამოცხადებული. სამივე ტენდერში მონაწილეობის მიღება 20 მარტს დაიწყება და 23-ში დასრულდება.
video
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. წელს სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ 30-მდე ოჯახს წლების განმავლობაში არსებული გზის პრობლემა მოუგვარდება. საბავშვო ბაღთან და ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს სოფელ ბუშეტში. ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.  
მარნეულში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე არხზე რამდენიმე თვეა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „შავ არხზე" ახლა სამუშაოები შეჩერებულია. არსებული ვითარებით შეწუხებულია მიმდებარე ტერიტორიის სამი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლები. 200-მდე ოჯახი წუხს, რომ უსიამოვნო სუნი ზაფხულის პერიოდში უფრო გამძაფრდება და ეზოში გმოსვლას ვერ მოახერხებენ. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. "აქაურობა დაანგირეს და წავიდნენ. ზაფხული მოდის. 10 დღეში ბავშვებჯ გარეთ გავლენ და რას ვიზამთ. მეც ავად...
საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის და ინფორმაციისთვის ახალი ცხელი ხაზი – 15 22 ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, საქართველოდან შესული ყველა ზარი უფასოა. დღეს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყო. აცრილებს შორის ერთ-ერთი პირველები NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე და ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე არიან.
წინა სტატია საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის მორიგი სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც, როგორც მთავრობა ამბობს, 2021-23 წლებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ამ დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესოს. გეგმის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1797 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 53 აქტივობა იგეგმება და მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 973 მლნ. ლარი დაიხარჯება. როგორც ცნობილია, სტრატეგია სამ ძირითად მიზანს ისახავს: მაღალმთიანი...
წინა სტატია შემდეგი სტატია საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის მორიგი სამწლიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლითაც, როგორც მთავრობა ამბობს, 2021-23 წლებში მაღალმთიანი დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს და 2023 წლისთვის აქ არსებული დემოგრაფიული ვითარება, მაღალმთიან რეგიონებში არსებული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, უნდა შერბილდეს. გეგმის თანახმად, მაღალმთიანი სტატუსის მქონე 1797 დასახლებაში, სამი წლის განმავლობაში, 53 აქტივობა იგეგმება და მათ უზრუნველსაყოფად სახელმწიფო...
პანდემიის და კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანაში და მათ შორის კახეთის რეგიონში სააღმზრდელო დაწესებულებები რამდენიმე თვით დაკეტილი იყო. თელავის მუნიციპალიტეტის 32 ბაგა-ბაღში სწავლა პირველი მარტიდან დაიწყო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. მიუხედავად შეზღუდვების შემსუბუქებისა, სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის მოქმედებს სპეციალური რეგულაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან, ინფექციონისტებთან და მედიკოსებთან ერთად შეიმუშვა. ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ს სავალდებულო ტესტირებაც ჩაუტარდება. ეპიდემიოლოგები სკოლამდელ დაწესებულებებს და...
თელავში, ნადიკვარის პარკში ატრაქციონები 2012 წელს დამონტაჟდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. პარკში სულ 6 ატრაქციონია, რომელთა ნაწილიც უმოქმედო და დაზიანებულია. მოსახლეობა ატრაქციონების რეაბილიტაციას ითხოვს. თელავის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ნადიკვრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყებაში აცხადებენ, რომ არც ახლა და არც სამომავლოდ ატრაქციონების რეაბილიტაცია დაგეგმილი არ არის.  
თელავის მუნიციპალიტეტი პროექტისთვის ,,თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობების თერმომოდერნიზება და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა” დაჯილდოვდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები ათეა-ს და პროექტ N4ED-ის დირექტორმა, დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი აცხადებს, რომ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამამ წარმატებული პროექტების გაზიარების მნიშვნელობა გამოკვეთა. „3...
ჩატარებული სამი აუქციონის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ვერ გაყიდა, რის გამოც ისინი მეოთხე აუქციონს აცხადებენ. ქონების საწყისი ფასი თითქმის 97 მლნ ლარია. როგორც პირველი არხი წერს, პირველი აუქციონი 40 მლნ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა დაინტერესებული მხარის არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონზე ქონება 10%-იანი ფასდაკლებით, 36...
პირველად, საქართველოს განათლების სისტემაში, სხვადასხვა უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ შეიქმნა. განათლების სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. „აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა,...
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ ნაგავსაყრელის ტერიტოტიაზე მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. „ხუთი წელია გაუსაძლის სიტუაციაში ვცხოვრობთ, აქვე ნაგავსაყრელზე ვაგროვებ ნივთებს და ამით ვირჩენთ თავს... არიან ოჯახები, რომლებიც ამ პირობებში 20 წელია ცხოვრობენ. ირგვლივ ანტისანიტარიაა“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები. როგორც ისინი განმარტავენ, ტერიტორიაზე წლების წინ თვითნებურად დასახლდნენ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ.
წინა სტატია შატილში, სკოლა-პანსიონის დამხმარე, ცალკე მდგომი შენობის ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან და სასწავლო პროცესი გრძელდება. „სკოლის შენობაში ყოფნა ამ ეტაპზე საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ხანძარი სასადილოს შენობაში დღეს დილით გაჩნდა და იყო სკოლის ძირითად შენობაზე გავრცელების საფრთხე. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევის შედეგად სკოლის ძირითადი შენობის გადარჩენა მოხერხდა. სკოლაში ხუთი...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინას გადასცემს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 191 ოჯახი დაექვემდებარება. „ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებს შეისწავლიან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ხუთი ან მეტი ქულა. მონიტორინგის მუშაობის დასრულების შემდგომ, კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. ვეტერან დევნილთა ოჯახებს განსახლების სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა ამ დრომდეც...
საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე არსებული საბაგიროები სრულფასოვნად ფუნქციონირებს ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, – ამის შესახებ ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბაგიროებში განსაზღვრულია ადამიანთა რაოდენობა, ტურნიკეტები შეღობილია, ტერიტორიას კი აკონტროლებს დაცვის სპეციალური სამსახური, ხოლო ნიღბის გარეშე არ დაიშვება არც ერთი მომხმარებელი. „მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელთა ნაწილი არ იცავს დაწესებულ რეგულაციებს და...
დღეიდან დედაქალაქს ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 შეემატება, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, აღნიშნული ავტობუსი გლდანის რაიონში იმოძრავებს და მგზავრებს მოემსახურება შემდეგი წრიული მიმართულებით: მ/ს „ახმეტელის თეატრი“, ო. ხიზანიშვილის ქუჩა (II-IV-VI-VIII მკ/რ-ის გავლით), ი. ვეკუას ქუჩა (VII-V-III-I მკ/რ-ის გავლით), მ/ს „ახმეტელის თეატრი“. „N339 მარშრუტზე რვაწუთიანი ინტერვალით, სამი ერთეული, 12-მეტრიანი BMC მარკის ავტობუსი გადაადგილდება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ