თელავში, ნადიკვარის პარკში ატრაქციონები 2012 წელს დამონტაჟდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
პარკში სულ 6 ატრაქციონია, რომელთა ნაწილიც უმოქმედო და დაზიანებულია. მოსახლეობა ატრაქციონების რეაბილიტაციას ითხოვს.
თელავის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მხოლოდ ნადიკვრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ არც ახლა და არც სამომავლოდ ატრაქციონების რეაბილიტაცია დაგეგმილი არ არის.