ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ 10 სპორტული მოედნის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, სამი ტენდერი, ჯამში 457 300 ლარზე გამოაცხადა.
სოფლებში ტამბოვკაში, ფოკასა და ოროჯალარიში სპორტული მოედნების მოწყობის სავარაუდო თანხა 119 100 ლარია დიდ ხანჩალში, სათხესა და ჟდანოვკაში კი 169 00 ლარი;
ქალაქ ნინოწმინდაში, სპანდარიანის ქუჩაზე, ხოჯაბეკის უბანში, სოფელ ჯიგრაშენსა და თორიაში სტადიონის მოწყობა-რებილიტაციაზე ტენდერი 169 200 ლარზეა გამოცხადებული.
სამივე ტენდერში მონაწილეობის მიღება 20 მარტს დაიწყება და 23-ში დასრულდება.