აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ ნაგავსაყრელის ტერიტოტიაზე მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

771

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ ნაგავსაყრელის ტერიტოტიაზე მცხოვრები მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობას ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ.

„ხუთი წელია გაუსაძლის სიტუაციაში ვცხოვრობთ, აქვე ნაგავსაყრელზე ვაგროვებ ნივთებს და ამით ვირჩენთ თავს… არიან ოჯახები, რომლებიც ამ პირობებში 20 წელია ცხოვრობენ. ირგვლივ ანტისანიტარიაა“,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

როგორც ისინი განმარტავენ, ტერიტორიაზე წლების წინ თვითნებურად დასახლდნენ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ.