თბილისში ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება

495

დღეიდან დედაქალაქს ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი N339 შეემატება, – ამის შესახებ თბილისის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღნიშნული ავტობუსი გლდანის რაიონში იმოძრავებს და მგზავრებს მოემსახურება შემდეგი წრიული მიმართულებით: მ/ს „ახმეტელის თეატრი“, ო. ხიზანიშვილის ქუჩა (II-IV-VI-VIII მკ/რ-ის გავლით), ი. ვეკუას ქუჩა (VII-V-III-I მკ/რ-ის გავლით), მ/ს „ახმეტელის თეატრი“.

„N339 მარშრუტზე რვაწუთიანი ინტერვალით, სამი ერთეული, 12-მეტრიანი BMC მარკის ავტობუსი გადაადგილდება“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.