ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

915

საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის და ინფორმაციისთვის ახალი ცხელი ხაზი – 15 22 ამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, საქართველოდან შესული ყველა ზარი უფასოა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყო. აცრილებს შორის ერთ-ერთი პირველები NCDC-ს ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე და ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე არიან.