ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ 2“ - ის დირექტორმა, თამარ ზაქარაშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვით.
"მხარეთა თანამშრომლობა აამაღლებს პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციას, უზრუნველყოფს მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზებას და პროფესიული უნარ -ჩვევების განვითარებას; პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივა, ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური...
დედაქალაქის საკრებულოს და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში ერთ-ერთ სკვერს ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას სახელი მიენიჭა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის ერთ-ერთი სკვერისთვის ბულგარეთის დედაქალაქის სახელის მინიჭება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული მეგობრული და გამორჩეული ურთიერთობის დადასტურებაა.
„დღევანდელი დღე ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და გამორჩეული ურთიერთობების მაგალითია. ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის დიდი...
შემდეგი სტატია
საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მეთოდებს შორის ბოლო პერიოდში ყველაზე პოპულარული მონაწილეობითი ბიუჯეტირება გახდა. საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე წარმატებით დაინერგა პრაქტიკა, რომელიც მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ბრაზილიიდან დაიწყო და ნელ-ნელა მთელი მსოფლიო დაიპყრო. ამ პროცესის მთელი მაგია კი ისაა, რომ ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პროექტების ინიციატორი და მათ თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი აქტორი სწორედ მოქალაქეა. ეს ძალა კი მოქალაქეს...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
პრემიერმინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
პრემიერმინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 23 მარტის 21:00 სთ-დან 24 მარტის 01:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 24 მარტის 01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის...
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს გასულ წელს განხორციელებულ და 2021 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ. გრძელდება სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების უსასყიდლოდ დახვნა. პროგრამა აპრილის თვიდან დაიწყება და 2100 ჰა ფართობი დამუშავდება.
აღსანიშნავია, რომ პირველად, კოვიდ პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, განხორციელდა უსასყიდლოდ მიწის...
USAID-ის დაფინანსებით საქართველოს 4 რეგიონში 430 ადამიანი სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტში გადამზადდა.
"აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ ქვეყნის გახსნისას ტურიზმისთვის საზოგადოების ყველა ნაწილმა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა შეძლოს.
ბათუმში დაწყებული ინიციატივა, რომელსაც USAID/Georgia აფინანსებს, უკვე დაეხმარა 150 ადამიანს მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სრულგანაკვეთიანი სამსახურის პოვნაში, ასევე, 50 პროფესიონალს მიეცა დაპირება პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დასაქმებაზე.
ჯამში, საკადრო რესურსების განვითარების ინიციატივით,...
აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ბოლო შეხვედრა დასახლებების საერთო კრებები გეზათისა და სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, მილ-ხიდების მოწყობა და ამბულატორიის ეზოს შემოღობვა დაასახელეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 24 თებერვალს დაიწყო და ჯამში 35 სოფელში გაიმართა.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, იმ მეწყერულ ზონაში, სადაც მიწაზე ნაპრალები გაჩნდა და მის ქვევითაც დასახლებული ადგილი არ არის, შესაბამისად ეს მასა, რომ უეცრად ჩამოიშალოს, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის.
"ამ მეწყერულ ზონაში და მის ქვევითაც დასახლებული ადგილი არ არის, შესაბამისად უეცრადაც რომ მოხდეს ამ მასის ჩამოშლა, მოსახლეობას საფრთხეს არ შეუქმნის. სხვათა შორის, შეგნებულად არ დავასახელებ ტელევიზიას, გუშინ...
იმერეთის რეგიონში განხორციელებული და გაერო-ს განვითარების პროგრამის ეგიდით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით კი, გაერო-ს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონში დამატებით რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება.
"ადგილობრივი დევნილი თემისთვის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების სოციალურ, ეკონომიკურ გაძლიერებას...
სოფელ ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე, სახელმწიფო მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 36+700 კილომეტრზე ახალი საავტოვტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყო.
ჩხოროწყუს მერიის ცნობით, აღნიშნულ ადგილას გათვალისწინებულია არსებული ხიდის დემონტაჟი.
ხიდის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 9,5 მეტია.
პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 1 000 000 ლარით ფინანსდება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად სოციალური ხასიათის აქცია #შეამჩნიე წამოიწყო. მერიის ინფორმაციით, კამპანიის მიზანს მოწყვლადი ჯგუფების დახმარება წარმოადგენს.
"თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ავიღოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ დედები, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მათი ყოფითი ცხოვრება ცოტათი მაინც გავაუმჯობესოთ“,- განაცხადა ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა.
როგორც ხარაგაულის მერიაში განმარტავენ, აქციის მიზანია მოწყვლად...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერი მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკვერის მოწყობისთვის 22 445 ლარი გაითვალისწინა. ამის სესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.
სკვერის მოსაწყობად ტენდერი 2019 წელსაც იყო გამოცხადებული, თუმცა ტენდერის წარუმატებლად დასრულების გამო, სამუშაოები ვერ განხორციელდა.
ინფორმაციისთვის, ნიკო კეცხოველი სოფელ ტყვიავში 1897 წელს დაიბადა. იგი იყო ბოტანიკოსი,...
საჩხერის მერიამ მოქალაქეთა დასახმარებლად 17 737 ლარი გამოყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებისა და ოქმი N19-ის მიხედვით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეების დასახმარებლად 17 737 ლარი გამოყო:
ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლით 27 მოქალაქეზე გაიცა 15 069 ლარი;
განსაკუთრებული შემთხვევების მუხლით დაკმაყოფილდა 1 ბენეფიციარი და გაიცა 368 ლარი;
მარჩენალდაკარგულ 2 მოქალაქეზე გაიცა 300 ლარი;
4 სტუდენტის დასაფინანსებლად გაიცა...
რუსთავში უსახელო ქუჩებს სახელწოდებები მიენიჭა. გადაწყვეტილება რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 18 მარტის სხდომაზე მიიღო.
კერძოდ, სახელწოდება მიენიჭა ქალაქის ოთხ ქუჩას, ერთს კი სახელი გადაერქვა.
ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, VII და VI მიკრორაიონებს შორის არსებულ კიროვაკანის ქუჩას აფხაზეთის ქუჩა ეწოდა, ხოლო დავით აღმაშენებელის და იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ რამდენიმე უსახელო ქუჩას მიენიჭა, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის და გრიგოლ ხანძთელის სახელწოდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში, ე.წ კვირიკაძეების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე 1700 მეტრი რკინა ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა.
სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "გი-ანი2011" აწარმოებს, 385 077 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
როგორც მერიაში ამბობენ, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია, გასულ წელს დაიწყო და 2021 წლის ივნისში დასრულდება.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































