ზესტაფონის მერიამ სამშენებლო კოლეჯთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

631

ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ 2“ – ის დირექტორმა, თამარ ზაქარაშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვით.

“მხარეთა თანამშრომლობა აამაღლებს პროფესიულ სტუდენტთა მოტივაციას, უზრუნველყოფს მათი პიროვნული პოტენციალის რეალიზებას და პროფესიული უნარ -ჩვევების განვითარებას; პროფესიული განათლების კუთხით განხორციელებული სხვადასხვა ინიციატივა, ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი და კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრის მომზადებას”,- ნათქვამია მემორანდუმში.

როგორც გიორგი გოგლიჩიძემ აღნიშნა, მართალია ადგილობრივი თვითმმართველობა და სამშენებლო კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობენ, მემორანდუმის გაფორმება, ზესტაფონის მერიასა და „კონსტრუქტ 2“ – ს შორის, უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტების პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესის მხარდაჭერას, რასაც თვითმმართველობა ყოველთვის დაუჭერს მხარს.