საჩხერის მერიამ მოქალაქეთა დასახმარებლად 17 737 ლარი გამოყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებისა და ოქმი N19-ის მიხედვით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეების დასახმარებლად 17 737 ლარი გამოყო:
- ავადმყოფთა სოციალური დაცვის მუხლით 27 მოქალაქეზე გაიცა 15 069 ლარი;
- განსაკუთრებული შემთხვევების მუხლით დაკმაყოფილდა 1 ბენეფიციარი და გაიცა 368 ლარი;
- მარჩენალდაკარგულ 2 მოქალაქეზე გაიცა 300 ლარი;
- 4 სტუდენტის დასაფინანსებლად გაიცა 2000 ლარი, შესაბამისი მუხლიდან.