გორის სოფელ ტყვიავში ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერი მოეწყობა

1019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ნიკო კეცხოველის სახელობის სკვერი მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკვერის მოწყობისთვის 22 445 ლარი გაითვალისწინა. ამის სესახებ რადიო მოზაიკა წერს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა დაასრულოს.

სკვერის მოსაწყობად ტენდერი 2019 წელსაც იყო გამოცხადებული, თუმცა ტენდერის წარუმატებლად დასრულების გამო, სამუშაოები ვერ განხორციელდა.

ინფორმაციისთვის, ნიკო კეცხოველი სოფელ ტყვიავში 1897 წელს დაიბადა. იგი იყო  ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.