სოფელ ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე, სახელმწიფო მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 36+700 კილომეტრზე ახალი საავტოვტომობილო ხიდის მშენებლობა დაიწყო.
ჩხოროწყუს მერიის ცნობით, აღნიშნულ ადგილას გათვალისწინებულია არსებული ხიდის დემონტაჟი.
ხიდის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 9,5 მეტია.
პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 1 000 000 ლარით ფინანსდება.