ბაღდათის სოფელ ზედა დიმში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

561

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში, ე.წ კვირიკაძეების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.  მერიის ინფორმაციით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე 1700 მეტრი რკინა ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრეები მოეწყობა.

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “გი-ანი2011” აწარმოებს, 385 077 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

როგორც მერიაში ამბობენ, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია, გასულ წელს დაიწყო და 2021 წლის ივნისში დასრულდება.