თელავმა დამეგობრებული ქალაქ ბიბერახისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო საწოლები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურს გადაეცა.
ამასთან, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში საწოლები, მაგიდები, სკამები და სათამაშოები გადანაწილდა. პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟს“ აუდიტორიებში განსათავსებლად შესაბამისი ინვენტარი, სახანძრო-სამაშველო სამსახურს კი პირველადი დახმარების ნაკრებები გადაეცა.
„თელავს და ბიბერახს 30 წელზე მეტია მეგობრობა და მჭიდრო...
ახალაგზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად იქმნება “ახალგაზრდული საბჭო” იქმნება.
"„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 14-29 წლის 16 ახალგაზრდისგან (სავარაუდო მაქსიმალური რაოდენობა). შერჩევის პროცესში შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული, რომ მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იყოს 1 ახალგაზრდა", - განმარტავენ მერიაში.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
...
28 მარტს მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28...
ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში "ახალგაზრდული საბჭო“ განახლდება. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრები, მონაწილეობას მიიღებენ და აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივ თვითმმართველობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მათივე ცნობით, "ახალგაზრდული საბჭოს" გასაახლებლად განცხადებების მიღებას 25 მარტამდე იქნება შესაძლებელი.
"თუ გაქვს მაღალი მოტივაცია, ხარ აქტიური ახალგაზრდა, გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ინტერპერსონალური კომპეტენციები, დრო და შესაძლებლობა, ეს შენი შანსია ჩაერთო შენს მუნიციპალიტეტში, ახალაგზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. წულუკიანის თქმით, ის არსებულ პროექტსა და დოკუმენტებს გაეცნო და აცხადებს, რომ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გელათის რესტავრაციის პროცესში სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული. მისივე განმარტებით, პროცესები 2008 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდებოდა, რისი გამოსწორებაც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.
"ეს ის ხარვეზებია, რომელთა გამოსწორებაც დაჯდება დიდძალი თანხები. ხუთშაბათს მე მაქვს შეხვედრა...
ბაკურიანში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 31 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 22 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
სასწრაფო სამედიცინო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთსა და ხუტორ-ლეჟბადინში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა იგეგმება. ადგილბრივმა თვითმმართველობამ საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 30 085 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში ძირითადად მოეწყობა სასმელი წყლის შიდა ქსელი - სტანდარტების შესაბამისად, 115 მოსახლეზე სასმელი წყლის მრიცხველები და დაახლოებით 3 კმ. სიგრძის მაგსტრალური მილმდენი. რაც შეეხება სოფელ ალგეთს,...
გონიოში მცხოვრები ოჯახები მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების მოთხოვნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, 2007 წელს მათ მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადასცეს, 2010 წელს კი უკან ჩამოართვეს. მას შემდეგ ნაწილმა შეძლო საკარმიდამო ნაკვეთების დარეგისტრირება, ნაწილი კი კვლავ პერმანენტულ აქციებს მართავს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთვის მიწების საკუთრებაში გადაცემას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აფერხებს და ამიტომ მინისტრთან შეხვედრას...
ისნის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 48 ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 807 000 ლარი იხარჯება.
ამ ეტაპზე, სახურავების გადახურვა ოთხ მისამართზე მიმდინარეობს: გაბრიელ სალოსის N1, იუნკერთა ქ. N13, ქეთევან დედოფლის გამზირი N91 და ვაზისუბნის დასახლება N 2ა. სამუშაოების შედეგად, 4 000 კვ.მ-ზე მოეწყობა ბრტყელი და ქანობიანი გადახურვა და წყალსაწრეტი მილები.
აღნიშნული პროექტი 151 888 ლარით ფინანსდება.
აზიის განვითარების ბანკის (ADB) 15 მილიონ დოლარიანი პროექტის ფარგლებში, თბილისის მეტროში 500 კმ სიგრძის მოძველებული ძალოვანი სადენები და ვენტილაციის სისტემა განახლდა. ADB-ის ცნობით, მიღებული ზომები მგზავრებს ხანძრის საშიშროებისგან იცავს და ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს.
„ADB-ის პროექტის შედეგად თბილისის მეტროში ყოველდღიურად 500,000 მგზავრი ახლა უფრო უსაფრთხოდ გადაადგილდება. თბილისის მეტრო, საქართველოს დედაქალაქის ტრანსპორტის სისტემის ხერხემალია. მისი მოძველებული ძალოვანი სადენები და ვენტილაციის სისტემა გამოცვლას საჭიროებდა. მთავრობის ურბანული განახლების სტრატეგიის...
დიდუბის რაიონში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში რამდენიმე მისამართზე სადარბაზოებს აწესრიგებენ.
კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, სოხუმის ქუჩის N7ა-ში, ბათუმის ქუჩის N29ა-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის 29-ე კორპუსის სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
"პროექტის ფარგლებში, არსებულ დაზიანებულ კედლებს შესაბამისი სამღებრო სამუშაოები უტარდება. ასევე, ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილით ეწყობა. პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 835 ლარია გამოყოფილი", - განმარტავენ გამგეობაში.
მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 7 ლიფტის რეაბილიტაცია დაფინანსდა, - აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.
ასევე, მათივე ინფორმაციით, ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N28ა-ს II სადარბაზოში ე.წ. „კარაჩაროვის“ ძველი ლიფტი გამოიცვალა.
სამუშაოების შედეგად, სრულად განახლდა ლიფტის მექანიზმი, დამონტაჟდა ახალი კაბინა, ჩარჩოები და კარები. პროექტის ღირებულება 47 000 ლარს შეადგენს.
2020 წელს კრწანისის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 60 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 716 479 ლარი დაიხარჯა.
2020 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები:
რეაბილიტირდა 10 სახურავი;
მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები 11 მისამართზე;
განხორციელდა 7 სადარბაზოს რეაბილიტაცია;
მოეწყო კიბე/კარი/ჭიშკარი 12 მისამართზე;
რეაბილიტირდა 3 აივანი;
მოეწყო ლიფტი 5 მისამართზე;
მოეწყო სენსორები 9 მისამართზე;
განხორციელდა ნაპრალების...
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ ჩაიტარებდა.
კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის ვაქცინას/აცრას, გამოკითხულთა 53 % აცხადებს, რომ არ აიცრებოდა. 35% ამბობს, რომ აიცრებოდა, 12 %-მა კი არ იცის, აიცრებოდა თუ არა.
გარდა ამისა, "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 48% კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს არ ენდობა. 20 % ფიქრობს, რომ ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება...
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი პარტია - 40 %, „ქართული ოცნება“ – 23 %, უარი პასუხზე - 14 %, არ ვიცი -8 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7 %, სხვა პარტიები - 7 %.
აღნიშნული...
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად.
ამასთან, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, 10% კი ცუდად.
რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერების პოზიციას, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, მათი 3% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 26% საშუალოდ, ხოლო 66% ცუდად.
იმ მოქალაქეებიდან კი, რომელთაც პარტიული კუთვნილება არ დაასახელეს,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































