ახალაგზრდების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩასართავად დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად იქმნება “ახალგაზრდული საბჭო” იქმნება.
“„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 14-29 წლის 16 ახალგაზრდისგან (სავარაუდო მაქსიმალური რაოდენობა). შერჩევის პროცესში შეძლებისდაგვარად იქნება გათვალისწინებული, რომ მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იყოს 1 ახალგაზრდა”, – განმარტავენ მერიაში.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
- მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში;
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლა და ანალიზი და მათი ადვოკატირება; - ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
- ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ.
მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება წინასწარ შერჩეული კომისიის მიერ, რომელშიც შედიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
“რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტთან მოხდება მუნიციპალიტეტში ერთი დღით გაერთიანებული საინფორმაციო/გაცნობითი ტიპის შეხვედრა, რომლის ზუსტი დღე და დრო გეცნობებათ წინასწარ”,- ამბობენ მერიაში.
რეგისტრაცია შესაძლებელია 26 მარტამდე. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.