ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში “ახალგაზრდული საბჭო“ განახლდება. ბოლნისის მერიის ინფორმაციით, „ახალგაზრდული საბჭოს“ წევრები, მონაწილეობას მიიღებენ და აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივ თვითმმართველობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მათივე ცნობით, “ახალგაზრდული საბჭოს” გასაახლებლად განცხადებების მიღებას 25 მარტამდე იქნება შესაძლებელი.
“თუ გაქვს მაღალი მოტივაცია, ხარ აქტიური ახალგაზრდა, გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ინტერპერსონალური კომპეტენციები, დრო და შესაძლებლობა, ეს შენი შანსია ჩაერთო შენს მუნიციპალიტეტში, ახალაგზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააჟღერო ახალგაზდების ხმა” „ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 14 – დან 29 წლის ჩათვლით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 20 ახალგაზრდისგან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
- ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;
- ახალგაზრდების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში ;
- ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;
- ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ;
- ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება წინასწარ შერჩეული კომისიის მიერ, რომელშიც შედიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
“რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტთან მოხდება მუნიციპალიტეტში ერთი დღით გაერთიანებული საინფორმაციო/გაცნობითი ტიპის შეხვედრა, რომლის ზუსტი დღე და დრო გეცნობებათ წინასწარ”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ახალაგზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან კოორდინაციით, “ახალგაზრდული საბჭო” 2019 წლიდან ფუნქციონირებს.