NDI: მოსახლეობის 40%-ის შეხედულებასთან არცერთი პარტია არ დგას ახლოს, 23% – “ქართული ოცნება”, 7% — ენმ

559

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას.

უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი პარტია – 40 %, „ქართული ოცნება“ – 23 %, უარი პასუხზე – 14 %, არ ვიცი -8 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7 %, სხვა პარტიები – 7 %.

აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.