2020 წელს კრწანისის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 60 პროექტი განხორციელდა

528

2020 წელს კრწანისის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 60 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 716 479 ლარი დაიხარჯა.

2020 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები:

  • რეაბილიტირდა 10 სახურავი;
  • მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები 11 მისამართზე;
  • განხორციელდა 7 სადარბაზოს რეაბილიტაცია;
  • მოეწყო კიბე/კარი/ჭიშკარი 12 მისამართზე;
  • რეაბილიტირდა 3 აივანი;
  • მოეწყო ლიფტი 5 მისამართზე;
  • მოეწყო სენსორები 9 მისამართზე;
  • განხორციელდა ნაპრალების რეაბილიტაცია 4 მისამართზე;
  • კაპიტალური გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა 10 ნაგებობას;

ამასთან, ამ ეტაპზე, გამგეობის ინფორმაციით, კრწანისში საცხოვრებელ კორპუსებს ნაპრალების რეაბილიტაცია უტარდება.

“კრწანისის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ნაპრალების რეაბილიტაცია, ფონიჭალა 3, კორპუსი N16-ს უტარდება სადაც წვიმის დროს მოსახლეობას დისკომფორტი ექმნებოდა. აღნიშნული სამუშოების დასრულების შემდეგ კი, 100 ოჯახს გადაეჭრება პრობლემა, რომელიც ათწლეულებია აწუხებს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კრწანისში გრძელდება გეგმა-გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოები. ამ ეტაპზე ჯამში 21 მისამართზე სხვადასხვა სახის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 6 მისამართზე ავარიულ სახლს კაპიტალური გამაგრება უტარდება, სამ მისამართზე ლიფტის მოწყობა, სამზე კი სადარბაზოს რეაბილიტაცია ხორციელდება, ასევე, მიმდინარეობს სენსორების დამონტაჟების, ნაპრალების რეაბილიტაციისა და წყალარინების მოწესრიგების სამუშაოები, 4 მისამართზე ქანობიანი სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია ხორციელდება”, – განმარტავენ გამგეობაში.