ისნის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 48 ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 807 000 ლარი იხარჯება.
ამ ეტაპზე, სახურავების გადახურვა ოთხ მისამართზე მიმდინარეობს: გაბრიელ სალოსის N1, იუნკერთა ქ. N13, ქეთევან დედოფლის გამზირი N91 და ვაზისუბნის დასახლება N 2ა. სამუშაოების შედეგად, 4 000 კვ.მ-ზე მოეწყობა ბრტყელი და ქანობიანი გადახურვა და წყალსაწრეტი მილები.
აღნიშნული პროექტი 151 888 ლარით ფინანსდება.